|
2015-03-24 18:58:38, 512 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში მყოფ უცხოელებს ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობები ექნებათ
საქართველოში მყოფ უცხოელებს ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობები ექნებათ. აღნიშნულს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის სახეებს დაემატება ახალი – მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე უძრავ ნივთზე, გარდა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწისა, საკუთრების უფლება გააჩნია. ამ უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება კი 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს უნდა აღემატებოდეს. ამავე უცხოელებისთვის, საიმიგრაციო ვიზების კატეგორიას დაემტება ახალი D5 კატეგორია. „მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა, რომელიც როგორც წესი გაიცემა არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. 90 დღიანი ყოფნის უფლებით (180-დღიან პერიოდში), ასევე შეიძლება გაიცეს 1 წლის ვადით, ყოფნის ვადის შეუზღუდავად, უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. აღნიშნული ტიპის ვიზები, პროექტის თანახმად, მიეკუთვნება საიმიგრაციო D5 კატეგორიის ვიზას. D5 კატეგორიის ვიზის მოქმედების იმავე ვადით გაგრძელება დასაშვებია, თუ პირი აკმაყოფილებს აღნიშნული ვიზის გაცემის პირობებს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში. აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით. ამ ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)