11:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 21:19:40, 2827 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

პაკისტანის ავიაკომპანია Pakistan International Airlines-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვთმფრინავი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მთიან რაიონში ჩამოვარდა. ბორტზე 47 ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჩიტრალიდან ისლამაბადში ასრულებდა რეისს. ის რადარებიდან აფრენისთანავე გაქრა. 

​როგორც აეროპორტის სადისპეტჩერო სამსახურში აცხადებენ, გაუჩინარებამდე მფრინავმა განგაშის სიგნალი გაგზავნა.

ამჟამად ავიაკატასტროფის ადგილისკენ მაშველები მიემართებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics