|
2016-12-07 13:28:57, 3100 ნახვა
მსოფლიო
სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს
სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, შეტაკებები ძველ ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალეპოს ცენტრს ბოლო 4 წლის განმავლობაში აჯანყებულები აკონტროლებდნენ. როგორც მედია იტყობინება, ბაშარ ასადის ჯარი აღმოსავლეთ ალეპოს 75% აკონტროლებს. ცნობისთვის, სამთავრობო ძალები რუსეთის ავიაციის დახმარებით ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებზე შეტევას განაგრძობენ. ოპოზიციის დაქვედმებარებაში არსებულ ტერიტორიაზე ათობით ათასი მშვიდობიანი მოსახლე რჩება. მოსახლეობა საკვების უკმარისობას განიცდიან, გარდა ამისა საავადმყოფოები არ მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება დამატებითი ჰუმანიტარული დერეფნების გახნსისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ შეტევებს 2 დღის წინ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)