|
2016-12-07 13:17:31, 2826 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში საარტილერიო დარტყმების შედეგად, რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა
სირიის ქალაქ ალეპოში რუსი პოლკოვნიკი, რუსლან გალიცკი დაიღუპა - ამის შესახებ BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. რუსული მხარის ინფორმაციით, პოლკოვნიკი ქალაქ ალეპოში საარტილერიო დარტყმის დროს დაიღუპა, რომელსაც სირიელი ამბოხებულები ახორციელებდნენ. რუსლან გალიცკი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას მისი სიცოცხლის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა სამხედრო მძიმე ტრამვების გამო გარდაიცვალა. როგორც BBC-ი წერს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ალეპოში სასტიკი საომარი მოქმედებები მიმდინაროებს. ცნობისთვის, პოლკოვნიკი რუსლან გალიცკი 23-ე რუსი სამხედროა, რომელიც სირიაში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ქალაქ ალეპოში ასევე ორი რუსი ექთანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)