11:13 - 13 May, 2026
|
2016-12-07 12:48:00, 2697 ნახვა
მსოფლიო
რიო-დე-ჟანეიროში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა
რიო-დე-ჟანეიროში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ასობით ადამიანი ხელისუფლების ეკონომიის ზომებს აპროტესტებდა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა უმრავლესობა სახელმწიფო მოხელეები იყვნენ. დემონსტრანტები ნაციონალური ასამბლეის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე მსჯელობდნენ. BBC-ის ცნობით, შეტაკების დროს 8 სამართალდამცავი დაშავდა. ცრემლსადენი გაზით ასევე ერთ-ერთი კანონმდებელიც მოიწამლა. ცნობისთვის, ბრაზიიის ხელისუფლება სოციალური პროგრამებისა და პენსიების შემცირებას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულების გაზრდას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)