11:13 - 13 May, 2026
|
2016-12-07 12:21:07, 2546 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი, დაშავდა
ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან შენობების ნანგრევებში ათობით ადამიანი იმყოფება. როგორც BBC წერს, 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიის ჩრდილოეთ ნაწილში, აჩეჰის პროვინციაში მოხდა. ამასთან, ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. ცნობისთვის, ინდონეზია მსოფლიოში სეისმურად ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს მომხდარი ცუნამის შედეგად, ყველაზე მეტი 160 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)