|
2016-12-05 17:55:53, 2845 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში ამბოხებულების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, რუსი ექთანი გარდაიცვალა
სირიის ქალაქ ალეპოში ამბოხებულების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად რუსი ექთანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ AP რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად კიდევ 2 ექიმი და რამდენიმე პაციენტი დაშავდა. როგორც სააგენტო წერს, აჯანყებულებმა რუსეთის ხელისუფლების მიერ ალეპოში მოწყობილ საველე ჰოსპიტალს გაუხსნეს ცეცხლი. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. ნოემბრის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ ალეპოში მობილური ჰოსპიტალი გაგზავნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ალეპოში ექთნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ცნობისთვის, ნოემბრის ბოლოს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ ალეპოში მობილური ჰოსპიტალი გაგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)