|
2016-12-05 12:47:36, 2645 ნახვა
მსოფლიო
ოკლენდში მდებარე საწყობში ხანძრის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა
კალიფორნიის შტატში, ოკლენდში მდებარე საწყობში ხანძრის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასაწყობა შენობის მხოლოდ 20%-ია დათვალიერებული. ამასთან, ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, შენობაში უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული და საავარიო გასასვლელი მხოლოდ 1 იყო, თუმცა არასტანდარტულად მოწყობილი. ოკლენდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 50-დან 100 კაცამდე იმყოფებოდა. მედიის ცნობით, შენობაში, ინციდენტის დროს, ელექტრონული მუსიკის კონცერტი მიმდინარეობდა. წინასწარი ვერსიით ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ხანძრის შედეგად, სახურავის ჩამონგრევა გახდა. გარდა ამისა, როგორც BBC წერს, შენობაში ადვილად აალებადი ნივთები ინახებოდა. სამარტალამცველების თქმით, ცხედრების პოვნის ოპერაცია კიდევ 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)