|
2016-11-30 11:39:23, 2242 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფა დასჯადი გახდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფა სისხლის სამართლით დასჯადი გახდა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. კოდექსის 148-ე მუხლის შესწორების ინიციატორი ქვეყნის გენერალური პროკურორი ზაქირ გარალოვია. მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი ინიციტივის თანახმად, პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ინტერნეტ-მომხმარებელს 500-დან 1000 მანათამდე ჯარიმა, საზოგადოებრივი სამუშაოები ან 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დამამმძიემებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, პატიმრობის ვადა შესაძლოა, 5 წლამდე გაიზარდოს. ცნობისთვის, ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობას 2003 წლიდან იკავებს. 2003 წლამდე ქვეყნის პირველი პირი ჰეიდარ ალიევი, მოქმედი პრეზიდენტის მამა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)