10:23 - 13 May, 2026
|
2016-11-30 11:02:56, 2444 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთის ქალაქ ადანაში, სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 11 ბავშვია, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება იტყობინება, იინციდენტის შედეგად 22 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. მედიის ცნობით, 11 ბავშვი საშუალო სკოლის მოსწავლე იყო, დაღუპული ქალი კი სკოლის კომენდანტი. სამსართულიან საერთო საცხოვრებელში 34 მოსწავლე ცხოვრობდა. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლი შენობის ხის კონსტრუქციების გამო სწრაფად გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)