|
2016-11-29 14:16:53, 2845 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიელი ფეხბურთელების ავიაკატასტროფა კოლუმბიაში - გარდაიცვალა 76 ადამიანი, 5 კი გადარჩა
კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი გადარჩა, - ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო სამუშაოები ძლიერი წვიმისა და რთული რელიეფის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის არიას 3 ფეხბურტელი - ჯექსონ ფოლმანი, დანილო და ალან რუშელი. გადარჩენილებს შორის ასევე საფეხბურთო კლუბის ფსიქოთერაპევტია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მეხუთე გადარჩენილი ბრაზილიელი ჟურნალისტია. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი და 72 მგზავრი იმყოფებოდა. მედია საშუალების ინფორმაციით, მგზავრებს შორის ბრაზილიური კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები იყვნენ. ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდნენ, სადაც კოლუმბიურ კლუბთან "ატლეტიკო ნასიონალთან" უნდა ეთამაშათ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)