|
2016-11-29 11:04:25, 2870 ნახვა
მსოფლიო
კოლუმბიაში ბრაზილიელი ფეხბურთელების თვითმფრინავი ჩამოვარდა - სავარაუდოდ 6 ადამიანი გადარჩა
კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი და 72 მგზავრი იმყოფებოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მგზავრებს შორის ბრაზილიური კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები იყვნენ. თვითმფრინავი British Aerospace ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში ასრულებდა რეისს. მედელინის მერის განცხადებით, ხელისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით კატასტროფის შედეგად 6 ადამიანი გადარჩა. თვითმფრინავი ანტიოკიის პროვინციაში, მთიან რაიონში ჩამოვარდა. როგორც მედია იტყობინება, ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია, თუმცა ინციდენტამდე ცოტახნით ადრე ეკიპაჟი ძრავთან შექმნილ პრობლემებზე საუბრობდა. ამჟამად სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მაშველები ავიაკატასტროფის ადგილისკენ მიემართებიან. ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდნენ, სადაც კოლუმბიურ კლუბთან "ატლეტიკო ნასიონალთან" უნდა ეთამაშათ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)