10:23 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 18:44:52, 2556 ნახვა

მსოფლიო
სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოს ტერიტორიის 40% დაიბრუნეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის მესამედზე მეტი დაიბრუნეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ბაშარ ასადის ძალებმა კონტროლი ალეპოს 12 რაიონზე აღადგინეს. რუსული მხარის ცნობით, სირიის არმიამ აღმოსავლეთ ალეპოს ტერიტორიის 40% დაიბრუნა. ამასთან, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული რაიონების მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება, ცხელი საკვები, წყალი და პირველადი საჭიროების ნივთები უკვე მიეწოდება.

BBC-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ალეპოს რაინების დაკავებას წინ უძღვოდა სამთავრობო ძალების მხრიდან ინტენსიური იერიში ამბოხებულების პოზიციებზე. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხედროები ამჟამად დაბრუნებულ ტერიტორიაზე გამნაღმვით სამუშაოებს ატარებენ და შეტევას განაგრძობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics