|
2016-11-28 15:53:48, 2124 ნახვა
მსოფლიო
ჰანი: იმედი მაქვს, რომ პარლამენტი და ევროსაბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებენ
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "მოამბე" ავრცელებს. როგორც ჯანმა აღნიშნა, დროებითი შეჩერების მექანიზმი ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობაა. „მე ყოველთვის ოპტიმისტი ვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს მივაღწიეთ. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებს. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, დროებითი შეჩერების მექანიზმი წინაპირობაა ვიზალიბერალიზაციისთვის. შეთანხმების შემდეგ ტექნიკური მხარე დარჩება. შესაძლოა, პარლამენტში კენჭისყრა თებერვალში ან მარტში შედგეს. დაგვჭირდება დრო გადაწყვეტილების აღსასრულებლად და დოკუმენტების თარგმანი, რასაც დაახლოებით ერთი ან ორი თვე დასჭირდება“,- განაცხადა იოჰანეს ჰანმა. ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პარტნიორობის ფორუმი გაიმართა, სადაც ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისარმა სიტყვით გამოსვლისასაც ისაუბრა. ფორუმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)