17:20 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 18:09:58, 2040 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გახარია: არსებობს ისეთი ოფციაც, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი განახლდეს

„არსებობს ისეთი ოფციაც, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი განახლდეს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესწავლა დასრულებულია.

„რაც შეეხება შემოვლითი რკინიგზის საკითხს, ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთული იყო ეს პროექტი. ვიცით, რომ საქართველოს რკინიგზას სპეციალურად ამ თემის შესწავლისთვის ჰყავდა დაქირავებული ორგანიზაცია, რომელმაც, როგორც ვიცით, დაასრულა მუშაობა და მოხდა პროექტის მოდერნიზირება, რათა ის უფრო რეალურად შეესაბამებოდეს საქართველოს რკინიგზის და ქართული ტრანზიტის მოთხოვნილებებს. ჩვენ ვფიქრობთ, არსებობს ასეთი ოფციაც, რომ ეს პროექტი განახლდეს. გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული", – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics