|
2015-03-22 18:57:30, 417 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან იანის სარტსთან და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საიმონ ფრეიზერთან. შეხვედრები 21 მარტს, ბელგიის სამეფოში, ქ.ბრიუსელში, გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმის(GMF) ფარგლებში გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში განვითარებული მოვლენების განხილვას და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. კერძოდ, საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლატვიურ და ბრიტანულ მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულებების დაგმობის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის. შეხვედრებზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების განხილვას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ნატო-ს მომავალი სამიტისა და რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგის სამიტის წარმატება მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. თავის მხრივ, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, როგორც სამიტის მასპინძელი ქვეყნის წამომადგენელმა, დაადასტურა ლატვიის ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. იანის სარტსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადექვატურად ასახვას სამიტის გადაწყვეტილებებში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)