02:22 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 17:11:41, 726 ნახვა

სამხედრო
საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) მემორიალი გაიხსნა.

მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გახსნეს და გვირგვინით შეამკეს.

ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ და მათ ოჯახებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი მოტივაცია ჩვენს საქმეში და ამ ბიჭების მოტივაცია სამხედრო სამსახურში პირველ რიგში არის ის, რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ჩვენს არსებობას და ღვაწლს ქვეყნის წინაშე აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასე დავუფასებთ გმირებს მათ განვლილ ცხოვრებას და იმ გმირობას, რაც მათ სამშობლოს წინაშე ჩაიდინეს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

მემორიალის გახსნას ასევე დაესწრნენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაალ კაპანაძე, ნუკრი გელაშვილი და გიორგი ბუთხუზი.

ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შეასრულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics