09:25 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 15:05:18, 2350 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპენსაციის სახით 25 მილიონს გადაუხდის

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნივერსიტეტის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა და მოსარჩელე მხარეს 25 მილიონ დოლარს (20 მილიონ სტერლინგს) გადაუხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, დონალდ ტრამპის კუთვნილებაში არსებული უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები უჩიოდნენ. სტუდენტები ამტკიცებდნენ, რომ ძვირადღირებულ და უსარგებლო სემინარებზე დასწრებას აიძულებდნენ, რის სანაცვლოდაც 35 ათასი დოლარის გადახდა უწევდათ.

ამასთან, თავდაპირველად ტრამპი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებული სიცრუეა. აღსანიშნავია, რომ საპროცესო გარიგება ტრამპს დანაშუალის აღიარებას არ ავალდებულებს.

მედიის ცნობით,  დაზარალებული სტუდენტები სემინარებში დახარჯულ თანხას უკან სრულად მიიღებენ. კომპენსაციას სულ მცირე 6 ათასი სტუდენტი ელოდება. გენერალური პროკურორის ერიკ შნაიდერმანის თქმით, ის კომპენსაციის სახით თავდაპირველად 40 მილიონს ელოდებოდა. ყოფილი სტუდენტების თქმით, ეს დიდი გამარჯვებაა, რომელსაც ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდებოდნენ.

ცნობისთვის, 2004 წელს დაწესებულ უნივერსიტეტში უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ტრამპის წარმატების ფორმულის სწავლას სთავაზობდა. თუმცა ის უმაღლეს სასწავლებლად არ აღიარეს და მოგვიანებით ის დაიხურა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics