|
2015-03-21 12:42:07, 410 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: დღეს თბილისში, რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით
„დღეს თბილისში, რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით და ისინი მისტირიან წარსულს, ბოროტებას, არ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგიერთი დესტრუქციული ძალები, ცდილობენ ქვეყნის განვითარება ხელოვნურად შეაფერხონ. „დღეს თბილისში, რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით და ისინი მისტირიან წარსულს, ბოროტებას, არ განვითარებას. ჩვენ კი დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ სიყვარული. ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ პატივისცემა, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ვიფიქროთ მომავალზე. ეს არის მომავლის საქართველო და არა ის, რომ ზოგიერთი დესტრუქციული ძალები, ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის განვითარება, მაგრამ, ჩვენ არც ერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა რაიმე ფორმით შეფერხდეს. ჩვენ გვჯერა უკეთესი მომავლის, ძლიერი საქართველოსი და ძლიერი რეგიონის“, - განაცხადა პრემიერმა, რომელიც მარნეულში, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ადგილობრივებისთვის ნოვრუზ ბაირამის მისალოცად იმყოფება. ცნობისთვის, დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)