|
2016-11-16 12:30:53, 2037 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს შინაპატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ ალექსეი ულიუკაევს ორთვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ულიუკაევს 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაში ბრალი 15 ნოემბერს წაუყენა. მინისტრის დაკითხვა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, როგორც "რია-ნოვოსტი" წერს, სასამართლო სხოდმაზე ულიუკაევმა დანაშაული არ აღიარა, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების თქმით, მინისტრი ქრთამის აღების მომენტში დააკავეს, რასაც თვითმხილველები ადასტურებენ. საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ულიუკაევმა 2016 წლის 14 ნოემბერს კომპანია "როსნეფტისგან" დადებითი შეფასების სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო, რამაც კომპანიას მისცა საშუალება "ბაშნეფტის" აქციების სახელმწიფო პაკეტი შეეძინა. ულიუკაევს ფული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში გადასცეს. აქედან გამომდინარე, გამოძიებას არ აქვს პრეტენზიები კომპანია "როსნეფტის" ხელმძღვანელობასთან. რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განკარგულებით, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოვალეობებს მისი მოადგილე ევგენი ელინა შეასრულებს. როგორც კრემლის პრესსმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი ულიუკაევის წინააღმდეგ ოპერატიული საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყების შესახებ ინფორმირებული იყო. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს. სამართალდამცველების ინფორმაციით, საქმეში შესაძლოა კიდევ 7 ადამიანი ფიგურირებდეს, რადგან მსგავსი მასშტაბის საქმეს ერთი ადამიანი ვერ განახორციელებს. ცნობისთვის, ალექსეი ულიუკაევი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობას 2013 წლის ივნისიდან იკავებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)