06:31 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 11:03:52, 1860 ნახვა

სამართალი
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

სუს-ის ინოფრმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის რუსთავის N16-ე დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე  მოქალაქეს თავისი ახლობლის, რუსთავის N17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი  ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს  (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით,  რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე)", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიებას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics