|
2016-11-09 21:57:03, 2550 ნახვა
მსოფლიო
რას შეძლებს და რას ვერ შეძლებს დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე
ამერიკული კონსტიტუციის თანახმად, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 2017 წლის 20 იანვარს ჩატარდება, აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ბარაკ ობამა რჩება. როგორც კონსტიტუციაშია აღნიშნული, ამერიკის პრეზიდენტს არ აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, აშშ-ის არც ერთ საკანონმდებლო ორგანოს და სახელისუფლო შტოს გადაჭარბებული ძალაუფლება არ გააჩნია და ყველა შტო ერთმანეთს არეგულირებს. ტრამპის ბევრი ოპონენტი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას აცხადებდა, რომ არჩევნებში მოგების შემთხვევაში "რესპუბლიკელი" კანდიდატი "არაადამიანურ კანონებს" მიიღებს და ბევრ საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარს იტყვის. აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ამერიკის 45-ე პრეზიდენტს მუშაობა კონგრესთან შეთანხმებით მოუწევს, რადგან ნებისმიერი კანონის მიღება პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. გარდა ამისა, ამერიკის კონგრესს შეუძლია თავად წარადგინოს და მიიღოს კანონპროექტები. ამასთან, კონგრესი აკონტროლებს ყველა კანონს, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტს და საერთაშორისო ვაჭრობას ეხება. უფრო მეტიც, პარლამენტარებს შეუძლიათ, პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოც დაძლიონ, იმ შემთხვევაში თუ საჭირო ხმებს დააგროვებენ. ცნობისთვის, 8 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, აშშ-ში მოსახლეობა სენატორების მესამედი და წარმომადგენელთა ახალ პალატას ირჩევდა. წინასწარი ინფორმაციით, რესპუბლიკელებმა კონგრესის ორივე პალატაში ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს. აშშ-ის კონგრესი შედგება წარმომადგენელთა პალატისგან, რომელიც 435 წევრს მოიცავს და სენატისგან, რომელშიც 100 წევრი შედის. კონსტიტუციის თანახმად, ტრამპს აქვს უფლება აირჩიოს ყველა მინისტრი, თუმცა სენატორებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მინისტრები უნდა დაამტკიცონ. ამასთან, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ, რომ ქვეყანამ რაკეტები და ბირთვული იარაღი გამოიყენოს "წითელი ღილაკი ამ შემთხვევაშიც კონგრესის ხელშია. როგორც სხვადასხვა მედია საშუალებები წერენ, ინფორმაციას ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეგობრობასთან დაკავშირებით არაერთხელ გაჟღერებულა. ოპონენტები დონალდ ტრამპს ხშირად კრემლის მარიონეტს უწოდებდნენ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ აღნიშნულ კავშირებთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა, რომელმაც ტრამპისა და პუტინის მჭიდრო ურთიერთობები ვერ დაამტკიცა. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა პრეზიდენტს არაპირდაპირი გზით ირჩევს. კერძოდ, მოსახლეობა ირჩევს ამომრჩეველთა კოლეგიას, რომელიც 538 წევრისგან შედგება. კოლეგიაში თითო შტატიდან რამდენიმე წარმომადგენელი შედის. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე დასახლებულ შტატ კალიფორნიიდან კოლეგიაში 55 წევრია, ფლორიდაში - 29, ხოლო ვერმონტში მხოლოდ 3. როგორც წესი, კანდიდატი, რომელიც შტატში ხმათა უმრავლესობას მიიღებს, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების უმრავლესობასაც იღებს. რამდენიმე ადამიანი შედის. სწორედ ისინი ირჩევენ, პრეზიდენტს. თუ კანდიდატები ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების თანაბარ რაოდენობას დააგროვებენ, საბოლოოდ გამარჯვებულს წარმომადგენელთა პალატა გამოავლენს - ამგვარი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ 1824 წელს მოხდა. ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ და გამოაცხადონ 2017 წლის 6 იანვრისთვის, ხოლო აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 289 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონს კი, 218 ხმა აქვს. გამარჯვებისთვის 270 ხმის მიღება იყო საჭირო. რაც შეეხება ამომრჩეველთა ხმების რაოდენობას, წინასწარი შედეგებით, ჰილარი კლინტონს მხარს 59,182,659 ამერიკელი ამომრჩეველი უჭერს (47.6%), მაშინ როდესაც მის ოპონენტს, "რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპს 59,044, 897 ხმა აქვს (47.5%).
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)