2016-11-04 10:34:04, 1572 ნახვა
სამართალი
„თეთრი მაგნოლიას“ საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიას“ საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ.
„თეთრი მაგნოლიას“ საქმეზე წინასწარ პატიმრობაში " ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი, "ცენტრ პოინტი" აჭარას დირექტორი ირაკლი მინდელი იმყოფებიან.
მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა გასულ პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს მაია რჩეულიშვილი არ დაესწრება. წინა სხდომაზე მისი წერილი წაიკითხეს, რომლითაც ის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან