2016-10-25 15:30:17, 1711 ნახვა
ეკონომიკა
1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.
„მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.3 მლრდ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით გაიზარდა) და 26.0 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.8 პროცენტია“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან