01:15 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-16 18:43:23, 1473 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბადრაგირების დროს რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული თბილისში რესტორანში დააკავა

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული 1980 წელს დაბადებული ო.ვ. და წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ე. თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.

"დადგინდა, რომ ძებნილი მსჯავრდებული ო.ვ. რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით (საქართველოს სსკ-ს 177-ე, 179-ე და 19-177-ე მუხლებით) იხდიდა. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში ბადრაგირების დროს გაიქცა. მსჯავრდებულ ო.ვ.-ზე ძებნა 2016 წლის 1 სექტემბერს გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა ოვ.-სა და ლ.ე.-ს დაკავებისას ოქროს ძეწკვები, ჯვრები, საყურეები და ბეჭდები ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ძვირფასეულობა, დაკავებულებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში განხორციელებული ჯგუფური შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს.

ძებნილ მსჯავრდებულ ო.ვ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებებისთვის წარედგინა, რაც დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას /გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობას გულისხმობს.

დაკავებულ ლ.ე.-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics