01:15 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 19:13:06, 1494 ნახვა

სამართალი
ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მარნეულში, ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.

ცნობიბისთვის, ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე პირებისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა და დაკავებულების მიმალვის საფრთხეზე საუბრობდა. დაცვის მხარე კი დაკავებულებისთვის 3 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ინფორმაციისთვის, ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე პირები, შსს-მ გუშინ დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics