|
2016-10-04 16:21:21, 1205 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამწყები ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროგრამას იწყებს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამწყები ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის აქსელერაციის პირველ, ექვსკვირიან პროგრამას იწყებს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, აქსელერატორის მონაწილეები ტრენინგებს გაივლიან ბიზნესის მოდელირებაზე, ინვესტორებთან ურთიერთობაზე, მომხმარებლის იდენტიფიცირებასა და მოზიდვაზე, საწყის მარკეტინგსა და სხვა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში. მათივე ინფორმაციით, აქსელერატორის მონაწილეებს ტრენინგების გარდა ექნებათ წვდომა მენტორთა ქსელთან, იმუშავებენ ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცეში, ისარგებლებენ ბრეინშტორმინგის, შეხვედრების, საკონფერენციო და საპრეზენტაციო ოთახებით, სწრაფი უსადენო ინტერნეტითა და საბეჭდი აპარატურით. გუნდები მიიღებენ საჭირო ცოდნას, როგორ შექმნან სტარტაპი, ამ პროგრამის გავლის შემდეგ ისინი მზად იქნებიან მიიღონ მონაწილეობა ისეთ პროექტში როგორიც არის სტარტაპ საქართველო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციურ და ტექნოლოგიებზე დაყრდნობილ ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, რათა მოხდეს მათი სტაბილურად განვითარებად კომპანიად ჩამოსაყალიბება. ამისათვის ტექნოპარკი მათ მომსახურების სრულ ციკლს შესთავაზებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტარტაპებს სწრაფ განვითარებაში, გლობალურ აქსელერატორებში მოხვედრასა და საწყისი საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვაში. მსგავსი ხელშეწყობა სტრატაპებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს მიმართულებებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის. პროექტის ბოლოს წარმატებული სტარტაპებისთვის მოეწყობა სადემონსტრაციო საღამო, რომლის ფარგლებშიც დამფუძნებლებს ექნებათ საშუალება საკუთარი კომპანიები წარადგინონ მოწვეული სტუმრების - პოტენციური ინვესტორებისა და პარტნიორების წინაშე. „ბიზნეს აქსელერატორი ინოვაციური ტექნოლოგიური ბიზნეს იდეის ავტორებს აძლევს საუშუალებას მოახდინოს იდეის გენერირება, მიიღოს საჭირო ცოდნა და დაიწყოს მუშაობა საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. მსგავსი პროგრამების არსებობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დამწყებ ბიზნესმენებს და ბიზნეს იდეების მქონე მოქალაქეებს მიეცეთ შანსი განახორციელონ იდეა პრაქტიკულად. პროგრამა აქსელერატორი მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს უქმნის ინოვატორ ადამიანებს, რათა ქვეყანაში განვითარდეს აღნიშნული სფერო და აისახოს მისი დადებითი ეფექტი პროგრამაში მონწილეობისათვის აუცილებელია: ტექნოლოგიური პროდუქტის / სერვისის მქონე სტარტაპი; 2-3 წევრისგან შემდგარი გუნდი, სადაც ერთი წევრი აუცილებლად ბიზნესზე იქნება ორიენტირებული, მეორე კი - ტექნოლოგიაზე; სტარტაპი უნდა იყოს განვითარების დამწყებ ეტაპზე - ჰქონდეს მხოლოდ იდეა ან პროტოტიპი; გუნდის წევრებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი დრო 6 კვირის განმავლობაში, რომელსაც სრულად დაუთმობენ საკუთარ სტარტაპზე მუშაობას გუნდის თუნდაც ერთ წევრს თავისუფლად უნდა შეეძლოს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე (წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა) როგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე. https://goo.gl/forms/0i1z6zUPfnMZkAU22 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი, 2016 წელი.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)