2016-10-04 12:22:57, 1389 ნახვა
ეკონომიკა
ჩოგოვაძე: 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 4 879 031 შეადგინა
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 4, 879, 031 შეადგინა.
ჩოგოვაძის თქმით, იავარ-სექტემებრში ტურისტთა რაოდენობა 19,5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8, 6%-ით გაიზარდა.
„მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს უკვე ტურიზმის ბიზნესში ჩართული საქართველოს 800 მოქალაქე გადაამზადა. გრძელდება შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით კამპანია "გაიცანი საქართველოც". მარტო 2016 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 8 პრეს ტური ჩატარდა და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს 184 ჟურნალისტი გაეცნო“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან