2016-10-04 11:28:10, 1430 ნახვა
ეკონომიკა
აღმაშენებლის N138-ში მდებარე უძრავი ქონება 9 840 250 ლარად გაიყიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 840 250 ლარად თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება შპს ,,სი ი ეფ სი“–ს გადასცა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს.
„ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი. აღნიშნული მიმართულებით კომპანია 3 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ახალ ცენტრში დასაქმდება 50 ადამიანი. ამასთან, შპს ,,სი ი ეფ სი“ უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან