10:17 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 11:35:59, 1449 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბიში ჩემპიონატი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბიში ჩემპიონატი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრში ქვეითი, მექანიზირებული და საარტილერიო ბრიგადების, ეროვნული თავდაცვის  აკადემიისა და ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ რაგბის გუნდებმა  მიიღეს მონაწილეობა.

წელს პირველად გამოიყვანა გუნდი სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადამ. თამაშები ავჭალის რაგბის სტადიონზე გაიმართა.

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს IV და V ბრიგადები დაუპირისპირდნენ. თამაში V ბრიგადის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ფინალში ერთმანეთს I  და III ქვეითი ბრიგადები შეერკინენ. დაძაბულ ბრძოლაში I ქვეითმა ბრიგადამ მოწინააღმდეგე ანგარიშით 17:14 დაამარცხა და  ტურნირის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

ჩემპიონატის დასასრულს გამარჯვებულებს სამ საპრიზო კატეგორიაში შესაბამისი სერთიფიკატები, მედლები, ხოლო პირველადგილოსან I ქვეით ბრიგადას ჩემპიონის თასიც გადაეცათ.  სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა IV მექანიზირებული ბრიგადის კაპრალი ნიკა წიკლაური, რომელმაც 17 გარდასახვა შეასრულა.

სპორტული ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით მოეწყო. გუნდების მომზადებაში საქართველოს რაგბის კავშირის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რაგბის გუნდის „არმია“ მწვრთნელები მონაწილეობდნენ. ტურნირს  საქართველოს რაგბის კავშირიდან მოვლენილი არბიტრები აკვირდებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics