|
2016-09-20 10:37:57, 1775 ნახვა
მსოფლიო
გატილოვი: გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მხრიდან რუსეთის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გენადი გატილოვის განცხადებით, საქართველოს და უკრაინის მხრიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმის, - ამის შესახებ, “რია ნოვოსტის” იუწყება. როგორც გატილოვნმა აღნიშნა, ორი ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები თავიანთი ბრალდებებით ცდილობენ, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბარონ. “ჩვენ მოვისმინეთ ამ დარბაზში საქართველოს წარმომაგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მეზობელ დარბაზში კი უკრაინის წარმომადგენლების. მიგვაჩნია, რომ მათ გამოსვლებში რუსეთის მიმასამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმოდა”, - განაცხადა გატილოვმა. ცნობისთვის, 19 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა დევნილთა და მიგრანტთა ნიუ-იორკის დეკლარაცია, რომელიც 2018 წლისთვის მიგრაციის პრობლლმების დასარეგულირებლად ორი გლობალური შეთანხმების შემუშავებას და მიგრანტების მიღების პასუხისმგებლობის სამართლიან განაწილებას ითვალისწინებს. მიგრაციის პრობლემისადმი მიძღვნილ სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა სიტყვით. "90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის პირობებში რამდენჯერმე განხორციელდა ეთნიკური წმენდა. დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა სულ ოთხ მილიონს შეადგენს. საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე მავთულხლართების განთავსების პირობებში მათი შინ დაბრუნების პერსპექტივა არცთუ ისე იმედის მომცემია. ამასობაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას. დაუშვებელია ამაზე და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებზე თვალის დახუჭვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)