|
2015-03-12 17:06:30, 861 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: 2009 -2010 წელს ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, მაგრამ ამავე დროს, მთავრობას მოჰქონდა 4.5 მილიარდი
"2009 -2010 წელს ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, უფროსწორად, გაგვქონდა ეს თანხა ინტერვენციაზე, მაგრამ ამავე დროს, მთავრობას მოჰქონდა 4.5 მილიარდი დონორთა კომფერენციის ფარგლებში სხვადასხვა სესხებითა და გრანტებით,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ახორციელებდა, სავალუტო რეზერვების დონე მხოლოდ ივსებოდა. სწორედ სავალუტო რეზერვების დონის არ შემცირებას ასახელებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2008-2010 წლებში ინტერვენციების განხორციელების მიზეზად. "კითხვა სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებით არის, თითქოს ჩვენ გვაქვს 900 მლნ დოლარით მეტი, ვიდრე არის საჭირო და გვაქვს ფუფუნება, რომ 900 მლნ დოლარი გამოვიტანოთ ბაზარზე. ეს ასე არ არის.სავალუტო რეზერვების ადეკვატურობა იზომება საქონლის იმპორტისა და მომსახურების 3 თვის გადაფარვის კოეფიციენტში.ჩვენი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტია 3, 3 და 2.რაც არის პრაქტიკულად სტანდარტი, ახლოს იმასთან, რაც უნდა გვაქონდეს. შემდეგი კითხვაა, რომ თუ ეს ასეა, რატომ ხარჯავდით 2009-2010 წელს ისეთი დონის რაოდენობის რეზერვებს. 2009 -2010 წელს ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, უფროსწორად, გაგვქონდა ეს თანხა ინტერვენციაზე, მაგრამ ამავე დროს, მთავრობას მოჰქონდა 4.5. მილიარდი დონორთა კომფერენციის ფარგლებში სხვადასხვა სესხებითა და გრანტებით. ეროვნული ბანკი იყო გამტარი დონორთა კონფერენციით მოზიდული თანხების და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ინტერვენციებს ვახორციელებდით, სავალუტო რეზერვების დონე მხოლოდ გვევსებოდა, არასდროს სავალუტო რეზერვების დონე ჩვენ არ გვიმცირდებოდა. ეს იყო მიზეზი, რატომაც ჩვენ 2008-2010 წლებში ვაკეთებდით ინტერვენციებს. რაც შეეხება რეფინანსირების სესხის ინსტრუმენტს, ეს არის ერთკვირიანი, მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი ბანკებისთვის.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)