23:30 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 19:46:42, 1171 ნახვა

სხვადასხვა
კანადელმა მკვლევარებმა არქტიკაში 170 წლის წინ გაუჩინარებული გემი აღმოაჩინეს (ვიდეო)

კანადის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ 170 წლის წინ გაუჩინარებული გემი Terror-ი აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხომალდი არქტიკულ ექსპედიციას ეკუთვნოდა, რომელსაც ინგლისელი სერ ჯონ ფრანკლინი ხელმძღვანელობდა. გემი ექსპედიციის დროს ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში დაიკარგა.

როგორც The Guardian-ი წერს, ხომალდი კანადის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, მეფე უილიამის კუნძულის მახლობლად აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, 1845 წელს ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეებს შორის საზღვაო გზის საძებნელად 128-კაციანი ექსპედიცია გაემგზავრა. ექსპედიციის წევრების გაუჩინარება არქტიკის კვლევის ისტორიაში ყველაზე დიდ ტრაგედიად ითვლება.

გამოცემის ინფორმაციით, Terror-ი კარგად არის შენახული. სამძებრო ჯგუფმა ხომალდზე ვიდეო კადრები გადაიღო. ჩანაწერში საწერი მაგიდა ღია უჯრებით, სასადილო ოთახი, კონსერვის ქილა და რამდენიმე კაიუტა ჩანს.

სეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ მკვლევარებმა კანადის სანაპიროსთან 11 მეტრის სიღრმეზე სერ ჯონ ფრანკლინის ექსპედიციის მეორე გემი “ერებუსი” აღმოაჩინეს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics