13:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 11:18:56, 1334 ნახვა

სამართალი
სასამართლო დღეს ”თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლოს” სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" სარჩელის განხილვა გაიმართება.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სარჩელის განხილვა 14:00 საათზე დაიწყება. სარჩელს მოსამართლე, ეკატერინე ჯინწარაძე განიხილავს. 

”მრეწველები” ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პარტიებს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის თქმით, „მრეწველების" რეგისტრაციიდან მოხსნა ბევრის ინტერესებში შედის. ის არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ხელისუფლებაც იყოს. ზურაბ ტყემალაძე სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრასაც აპირებს.

შეგახსენებთ, ცესკომ ბლოკს ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics