|
2015-03-12 10:31:17, 1500 ნახვა
სამხედრო
III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთშია
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე დახვდა. ქართველი სახმედროების მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ნაკრები ასეული როტაციის წესით აშშ-ს არმიის ქვედანაყოფს ჩაანაცვლებს. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინაში მოგვიანებით გაიმართება. 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთში საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე გაიგზავნა. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)