|
2014-12-23 17:38:14, 3430 ნახვა
სხვადასხვა
პატრულმა ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გადაარჩინა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან ჯაიანმა და ირაკლი აზმაიფარაშვილმა ქალაქ რუსთავში სუიციდის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს და ახალგაზრდა ქალბატონი სიკვდილისგან იხსნეს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ რუსთავში ქალბატონი მდინარე მტკვარში გადახტომას აპირებდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სააპტრულო პოლიციის ეკიპაჟმა აღმოაჩინა, რომ 1976 წელს დაბადებული ქალბატონი უკვე გადამხტარიყო მდინარეში და იხრჩობოდა. ოცეულის მეთაური ლევან ჯაიანი და მისი მეწყვილე ირაკლი აზმაიფარაშვილი არ დაელოდნენ სამაშველო სამსახურის მისვლას, მდინარეში შეცურეს და ქალბატონი წყლიდან უვნებლად გამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)