12:30 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 10:55:06, 1377 ნახვა

სამართალი
დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ცემისა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე  ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უწყების ინფორმაციით, 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას  დედასთან  ნონა ჯოჯუასთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი მივიდა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე  განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით. 

დავით ნაცვლიშვილმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნონა ჯოჯუას შვილს - დავით  სტურუას. 
დავით ნაცვლიშვილს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics