|
2015-03-10 17:17:59, 2041 ნახვა
სხვადასხვა
„ჯეოსელი“ ბილბორდზე პრორუსული გზავნილის გამოქვენებისთვის ბოდიშს იხდის
კომპანია „ჯეოსელი“ ბილბორდზე პრორუსული გზავნილის გამოქვენებისთვის ბოდიშს იხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს: „უპირველეს ყოვლისა, ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ასეთი სახის გზავნილი გამოჩნდა ბილბორდზე. შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება ახალგაზრდა კრეატიულ კომპანია Deehubs - თან ერთად, რომელიც ქმნის ახალი ტიპის სოციალურ მედიას. თითოეული მესიჯი ბილბორდზე ჩნდება მხოლოდ 20 წმ-ით, ხოლო ფოტოსურათი გზავნილის ავტორს ეგზავნება მეილზე. პირველივე დღიდან პროექტში ჩაება უამრავი ადამიანი და შემოვიდა რეკორდული რაოდენობის მესიჯი, რომელთა ფილტრაცია ხდება პროექტის ავტორის - Deehubs - ის მიერ. მიუხედავად ამისა, „ჯეოსელი“ პასუხისმგებლობას არ იხსნის და ბოდიშს იხდის გამოქვეყნებული გზავნილის შინაარსის გამო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მესიჯების შინაარსი ეკუთვნის გამომგზავნს და არ გამოხატავს ჯეოსელის დამოკიდებულებას და განწყობას“, - ნათქვამია „ჯეოსელის“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)