|
2015-03-10 15:56:34, 1094 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში PSP-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 83-ში, PSP-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა. აფთიაქი, რომელიც 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, მომხმარებელს მედიკამენტებთან ერთად ფრანგულ პრემიუმ კოსმეტიკის ფართო არჩევანსაც სთავაზობს. აფთიაქში ბავშვებისათვის სპეციალური კუთხეც გაკეთდა, სადაც პატარებისათვის საჭირო ყველა პროდუქტი ერთად არის განთავსებული. „PSP მუდმივად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების კომფორტზე და ახალი აფთიაქის დაგეგმარების დროს მაქსიმალურად შევეცადეთ ყველაფერი ერთ სივრცეში მოგვექცია. იმისათვის, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებელი გაგვენებივრებინა, სპეციალური კაბინეტი გავხსენით, რომელშიც მათ ფრანგული პრემიუმ ბრენდის „ესტედერმის“ პროცედურებს სრულიად უფასოდ ვთავაზობთ. მოხარულები ვართ, რომ პსპ-ს 4000 კაციან გუნდს კიდევ 15 ახალი თანამშრომელი შეემატა“, - აცხადებენ PSP-ში. ახალი აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით ყველა ვიზიტორს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ. გარდა ამისა, PSP-ში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ყველაზე დაბალი ფასების აქცია მოქმედებს და მომხმარებლებს საშუალება აქვთ სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ PSP-ს სრულ ასორტიმენტზე.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)