23:40 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 16:32:02, 2144 ნახვა

მსოფლიო
გაერო საფრანგეთის საკურორტო ქალაქებს მოუწოდებს, ბურკინის აკრძალვა გააუქმონ

გაერო მიესალმება საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას ქალაქ ვილნევ-ლუბეში ბურკინის აკრძალვის შეჩერების შესახებ. გაერო მოუწოდებს იმ ქალაქების მთავრობებს, რომლებმაც მუსლიმური საცურაო კოსტუმის ტარება აკრძალეს, დაუყოვნებლივ გააუქმონ აკრძალვა.

როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე უმაღლესი კომისრის სამმართველოს წარმომადგენელმა, რუპერტ კოლვილმა აღნიშნა, დადგენილება ბურკინის აკრძალვის შესახებ უსაფრთხოების სფეოში ვითარებას არ აუმჯობესებს, არამედ საფრანგეთში რელიგიურ შეუწყნარებლობასა და  მუსლიმთა, განსაკუთრებით ქალების, სტიგმატიზაციას აღვივებს.

"ჩვენ მოვუწოდებთ სხვა სანაპირო ქალაქებისა და კურორტების ხელისუფლებებს, დაუყოვნებლივ გააუქმონ აკრძალვა,” - განაცხადა რუპერტ კოლვილმა.

ცნობისთვის, ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში საფრანგეთის სანაპიროზე მდებარე 7 ქალაქის ხელისუფლებამ მუსლიმური საცურაო კოსტუმის ტარება აკძალა. აკრძალვის დამრღვევებს პლიაჟიდან გაძევება და ჯარიმა ემუქრებოდათ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფრანგულ რივიერაზე ბურკინის ტარებისთვის 16 ქალი დააჯარიმეს, რასაც უფლებადამცველები მუსლიმთა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს საფრანგეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ქალაქ ვილნევ-ლუბეში ბურკინის აკრძალვა შეაჩერა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics