22:29 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 13:52:59, 1798 ნახვა

მსოფლიო
უფლებადამცველები: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ციხიდან 13 პატიმარი გაათავისუფლეს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ციხიდან 13 პატიმრის გათავისუფლების შესახებ განაცხადეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის ერთობლივი ანგარიშის თანახმად, როგორც დაკავების, ისე გათავისუფლების ფაქტი ოფიციალურად აღიარებული არ არის. ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადამიანების გაუჩინარების პრობლემის არსებობას არ აღიარებს.

როგორც BBC უფლებადამცველებზე დაყრდნობით წერს, საიდუმლო ციხიდან 13 პატიმარი მას შემდეგ გაათავისუფლებს, რაც გამოქვეყნდა ანგარიში სათაურით "თქვენ არ არსებობთ", რომელიც უკრაინაში ადამიანებების საიდუმლო დაპატიმრებას ეძღვნება.

"ახალ ინტერვიუში ასევე დასტურდება ძალადობრივი გაუჩინარების პრაქტიკა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ადამიანი მიყავდათ სასამართლო შენობიდან ან წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მას შემდეგ, რაც სასამართლო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს, ან იტაცებენ სახლიდან", - ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიციამ "ადამიანის გაუჩინარების" ფაქტზე გამოძიებას იწყებს, თუმცა საქმის გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს.

"დაკავებულის გათავისუფლების შემდეგ საქმეს ხურავენ, თუმცა ადამიანის საიდუმლო დაკავების ფაქტის გამოძიება არ ხდება და ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება",  - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics