|
2015-03-10 09:41:11, 895 ნახვა
სამართალი
ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ შეუფერებელი ქცევის გამო შსს–ს თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს
შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისა და პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის პოლიციის ლეიტენანტი ვანო შოშიაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, პოლიციის ლეიტენანტ ვანო შოშიაშვილის მიერ სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილეობის ფაქტზე. დადგინდა, რომ 2015 წლის 9 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, ვანო შოშიაშვილი მისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა ქ.თბილისში, ვაზისუბანში, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ორ ავტომანქანას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია, დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანები. ამასთანავე, ვანო შოშიაშვილი აგრესიულად იქცეოდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის მოსამსახურეებმა ვანო შოშიაშვილი ალკოტესტით შეამოწმეს სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რის შედეგადაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების 3 წლით შეჩერება. ამდენად, პოლიციის ლეიტენანტმა ვანო შოშიაშვილმა ჩაიდინა შსს-ს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა შს მინისტრის 2013 წლის 17 იანვრის №26 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევაში. ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისათვის, ვანო შოშიაშვილს უკვე ჰქონდა მიღებული სასტიკი საყვედური.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)