20:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 10:54:12, 1880 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ი თურქეთში ექსპერტების ჯგუფს გააგზავნის, რომელიც გიულენის ბრალეულობას შეისწავლის

აშშ-ის იუსტიციის სამინისტო უახლოეს მომავალში თურქეთში ექსპერტების ჯგუფს გააგზავნის, რომელიც აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეისწავლის, - ამის შესახებ სააგენტო Bloomberg აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და ორგანიზატორად თვლის, ამასთანავე, მას ტერორისტს უწოდებს, მან ამერიკულ სამართალდამცავ ორგანოებს საკმარისი მტკიცებულება დღემდე ვერ წარუდგინა. 

აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი აღნიშნულ საკითხს დიდი ყურადღებით განიხილავენ და მოქალაქის უფლებებს არ დაარღვევენ.

ცნობისთვის, ფეთჰულა გიულენი აშშ-ში, კერძოდ კი პენსილვანიაში 1997 წლიდან ცხოვრობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics