08:36 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 14:01:08, 1570 ნახვა

სამართალი
თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ორბი ჯგუფის მიერ ხეების უკანონოდ მოჭრის საკითხზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი გულიხმობს.  აღნიშნული მუხლის დარღვევა, ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ისჯება.

შეგახსენებთ , რომ "პარტიზანული მებაღეობის" წევრი ნატა ფერაძე მესამე დღეა შიმშილობს,  მერიის ეკოლოგიისა და გამწვნების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადაყენების მოთხოვნით. 

"პარტიზანული მებაღეობა" აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლველად 19 აგვისტოს 19 საათზე თბილისის მერიასთან აქციას გამართავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics