|
2016-08-19 13:21:33, 820 ნახვა
სამხედრო
ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში ჯარისკაცი გარდაიცვალა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი, გუშინ საყარაულო განწესის გეგმიური შეცვლისას უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რიგით მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს. „რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი, გუშინ საყარაულო განწესის გეგმიური შეცვლისას უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. რიგითი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ტვინში არატრამვული სისხლჩაქცევა გახდა. გარეგნული დათვალიერებით, სხეულს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. საქმე აღძრულია სსკ 116 მუხლის 1 ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. რიგითი მერაბ გიორგის ჭაჭიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიწვიეს და სავალდებულო სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შენახვის ბაზაზე გადიოდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს“,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)