|
2016-08-18 17:43:14, 1597 ნახვა
სამართალი
მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი პატიმრობაში რჩებიან
საცხოვრებელ კომპლექს " თეთრი მაგნოლიას" საქმეზე ბრალდებულები- მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი პატიმრობაში რჩებიან. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის თაბაზე, ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არ არსებობდა საშიშროება, ბრალდებულები გამოძიებას მიმალვოდნენ. სახელმწიფო ბრალდებამ კი, პირიქით, მათ გათავისუფლებაში არსებულ საფრთხეებზე მიუთითა. საბოლოოდ, სასამართლომ რჩეულიშვილებისა და მინდელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა არ გაიზიარა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, გამოძიება მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე ირაკლი მინდელს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება. ამავე საქმეზე მიმდინარე წლის 10 ივლისს, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს ფილიალის, „ცენტრ პოინტ აჭარა“-ს ყოფილი დირექტორი სალომე ჩარკვიანი სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს. სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2016 წლის 12 ივლისს შეეფარდა. 15 ივლისს, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, სალომე ჩარკვიანმა თბილისის პროკურატურას განცხადებით მიმართა. პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი განესაზღვრება. ზემოხსენებული შუამდგომლობით ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)