|
2015-03-09 11:04:15, 444 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე საბჭოს ვიცე-სპიკერად ჯემალ ფუტკარაძის არჩევის საკითხს განიხილავს
აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად „ქართული ოცნებიდან” გარიცხული დეპუტატის, ჯემალ ფუტკარაძის არჩევის საკითხზე იმსჯელებენ. ჯემალ ფუტკარაძე და კოალიციიდან გასული დეპუტატი მედეა ვასაძე ირწმუნებიან, რომ სხდომა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დღეისთვის სპეციალურად დანიშნა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტაცია უკრაინაში იმყოფება. ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ და „ქართულ ოცნებაში” დარჩენილი დეპუტატები საკითხის ჩაგდებას შეძლებენ. მათივე განმარტებით, საკითხის ჩაგდების შემთხვევაში, "ქართული ოცნების" დეპუტატები ვიცესპიკერის პოსტზე 20 თებერვალს გადაყენებული დავით ბაციკაძის დაბრუნებას შეეცდებიან. "უნდა ჩატარებულიყო უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც მოხდებოდა ვაკანსიის შევსება პირველ რიგში ვიცე-სპიკერისა და შესაბამისად, მოთხოვნილი იყო რიგგარეშე სხდომა, როემლიც უნდა გამართულიყო. ამასთან დკაავშირებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ ყველაფრის დარღვევით, რეგლამენტის, კონსტიტუციის დარღვევით, არ ჩაატარა მოთხოვნილ დროში სხდომა",-განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ჯემალ ფუტკარაძემ. "სესია დანიშნულია და სესია შედგება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ქვორუმი.ვისი თხოვნითაც დავნიშნეთ სესია, ისინი ამბობენ არ დავესწრებითო. კანონის სრული დაცვით არც ერთი მუხლი, არც ერთი პუნქტი არ დამირღვევია. რაც წერია რეგლამნტში, რაც წერია აჭარის კონსტიტუციაში, ზუსტად ისე მოვიქეცი.შეიძლება დააყენონ ბაციკაძის კანდიდატურა",-აღნიშნა ავთანდილ ბერიძემ. ამასთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების განცხადებით, „ქართული ოცნება” კვორუმის მოგროვებას ვერ ახერხებს, რის გამოც მიმდინარეობს ზეწოლა დეპუტატ სვეტლანა კუდბაზე, რათა მან უმრავლესობის პოზიცია დააფიქსიროს. გუშინ ღამით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე დეპუტატ სვეტლანა კუდბას საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. ავთანდილ ბერიძის მტკიცებით, სვეტლანა კუდბა ავად არის და ის უბრალოდ მოინახულა. შეგახსენებთ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიის წევრის - ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი გუშინ განიხლა. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის გენერალურმა მდივანმა - კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულვებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ერთხმად მიიღოგადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვისგამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა -პარტიიდან გარიცხვა.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)