|
2015-03-08 18:02:33, 2359 ნახვა
სხვადასხვა
სასჯელაღსრულების დაწესებულებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე გამოცემული გაზეთების შეტანა იწყება
9 მარტიდან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრობაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საქართველოში მათივე მშობლიურ ენაზე გამოცემულ გაზეთებს შეიტანენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენელი პატიმრები გაზეთ „რეგიონ პრესს“ (აზერბაიჯანულენოვანი), გაზეთი „ვრასტანს“ (სომხურენოვანი) და გაზეთ „გიურჯისტანს“ მიიღებენ. ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე გამოცემული გაზეთების შეტანის მიზანია პატიმრობაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)