|
2015-03-08 16:39:26, 2413 ნახვა
სხვადასხვა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ალბომის "ქართული ხელნაწერი" ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება
11 მარტს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ალბომის "ქართული ხელნაწერი" ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია (ქართული ვერსიის პრეზენტაცია 2012 წლის დეკემბერში გაიმართა) გაიმართება. ალბომის როგორც ქართული, ასევე ინგლისური ვერსია დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. წიგნი შედგა შოთა რუთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის "ქართული ხელნაწერი წიგნი (ვებ-გვერდის შექმნა)" საფუძველზე. წინამდებარე ალბომში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში (A, H, S, Q) დაცული V-XIX საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები და უცხოეთის (სინას მთა, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო) ქართული კოლექციების ის ფოტომასალები, რომელთა გამოყენების უფლებასაც ფლობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ალბომში შესული ადიშის ოთხთავის მხატვრული ასლი შესრულებულია ავტორთა მიერ შედგენილი აღწერილობისა და მითითებების საფუძველზე. ყველა ეს ხელნაწერი თვალნათლივ ასახავს წიგნის, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენის, წარმოშობისა და განვითარების ისტორიას. ალბომი გამიზნულია ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)