|
2015-03-08 12:53:11, 1737 ნახვა
სამხედრო
ამერიკის საელჩო სამხედრო კადეტების, ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში აშშ-ის საელჩო აშშ-ში მომხდარი ავტოკატასტროფისას საქართველოს შეიარაღებული ძალების კადეტების, ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. "ელჩი ნორლანდი და შეერთებული შტატების მთელი საელჩო საშინლად დაამწუხრა ქართველი სამხედრო კადეტების, ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ავტოკატასტროფაში, რომელიც გუშინ, ნიუ ჯერსის შტატის მოყინულ სამანქანო გზაზე მოხდა. კადეტები, ღორჯოლაძე და მაკარიძე, კონექტიკუტის შტატში, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლობდნენ. ისინი სამშობლოს უსაფრთხოების დამცველი პატრიოტები იყვნენ, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად მიავლინა. შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს კადეტების, ღორჯოლაძისა და მაკარიძის ოჯახებს, მეგობრებსა და სამხედრო კოლეგებს ამ მძიმე წითებში",-ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)